წყლის ტუმბო

წყლის ტუმბო, ანუ როგორც მას ასევე უწოდებენ – პომპა, არის ძრავის გაგრილების სისტემის გული ვინაიდან მისი ფუნქციაა გამაგრილებელი სითხის მიწოდება და მოძრაობა ძრავის გამაგრილებელ გარსში. წყლის ტუმბოს შეაქვს გრილი სითხე გარსში ხოლო, ცხელ სითხეს აწვდის რადიატორს გასაგრილებლად. სითხის ცირკულაციაზეა დამოკიდებული ძრავის მთლიანი ტემპერატურული რეჟიმი, წყლის ტუმბოს გაუმართაობას შეუძლია გამოიწვიოს ცირკულაციის დარღვევა და ძრავის გადახურება – შემდგომ კი მწყობრიდან გამოსვლა.

წყლის ტუმბოს გაუმართაობის ნიშნებს წარმოადგენს:

  • გამაგრილებელი სითხის დანაკლისი ან გაშვება;
  • უცხო ხმაური ძრავის მუშაობისას (შესაძლებელია, როგორც მაღალ ისე დაბალ დატვირთვაზე);
  • თვალით შესამჩნევი ღრიჭო ტუმბოს კორპუსზე.

საგულისხმოა, რომ წყლის ტუმბო, ხშირად არ ექვემდებარება რემონტს, ვინაიდან მისი ელემენტები ქარხნულად ჩაწნეხილია ერთმანეთში და მისი დაშლა შეუძლებელია. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია შკივის შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ იგი ხრახნის საშუალებითაა დაერთებული მთლიან კვანძზე.

ჩვენი სპეციალისტები, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, შეარჩევენ უმაღლესი ხარისხის წყლის ტუმბოს, რომელიც ზუსტად ესადაგება თქვენს ავტომობილს.

FinlandRussiaEnglish