ჩვენ შესახებ

კომპანია ს-მოტორსი დაარსდა 2001 წელს და ამ დროიდან წარმატებით ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. მომხმარებელს სთავაზობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ავტონაწილებს, ავტოსერვისსა და საცხებ-საპოხ მასალებს. ჩვენს ძირითად პროდუქციას წარმოადგენს: დაკიდების სისტემა, ღვედები, დამჭიმები, სამუხრუჭე დისკები, სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორები, ზეთები, ფილტრები, წყლის ტუმბო, რადიატორები, კონდენციონერის რადიატორები, რადიატორის პლასმასები, ნათურები, ანტიფრიზი და სხვა.

S-MOTORS საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტონაწილები, რომელიც ზუსტად ესადაგება თქვენი ავტომობილის ბრენდს, მოდელს, გამოშვების წელს და ძრავის სიმძლავრეს.

S-MOTORS არის ოფიციალური იმპორტიორი ევროპული (MEYLE, NISSENS, Optimal, DAYCO, Monroe, Magneti Mareli, Motor Gold) და ტაივანური (KSD, LPR, KGV, IFK, AA-TOP, Victor, Jacoco, Goto,) ბრენდების პროდუქციის. ევროპული ბრენდების ავტონაწილები, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და გამძლეობით.

ამ მომენტისათვის, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია 9 საფირმო მაღაზიაში თბილისის მასშტაბით, ხოლო დისტრიბუციის ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქს.

FinlandRussiaEnglish