ღვედები

ავტომობილის ამძრავი ღვედი, მის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს, მისი დანიშნულებაა ძრავის ბრუნვითი მომენტის სხვა და სხვა აგრეგატებზე გადაცემაა. არსებობს ღვედების რამდენიმე სახეობა ამათგან ძირითადებია: სოლისებრი, პოლი-სოლისებური, კბილანა, მრგვალი და ბრტყელი. დანიშნულების მიუხედავად, ღვედი უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი მაჩვენებლებით: გამძლეობა, დაბალი წელვადობა, შკივთნ კარგი შეჭიდება და მაღალი ტემპერატურების მამართ მდგრადობა.

ამძრავ ღვედებს შორის, ყველაზე ფართოდ გამოიყენება სოლისებრი და კბილანა ღვედები, მათ ახასიათებთ რიგი უპირატესობები: ხმაურის დაბალი დონე, შკივთან შეჭიდების მაღალი ხარისხი. გამართული მუშაობისათვის საჭიროა ღვედი შეიცვალოს 50 000 კილომეტრის გავლის შემდგომ.

კომპანია ს-მოტორსი გთავაზობთ ამძრავი ღვედების ფართო არჩევანს:

  • კბილანა ღვედები;
  • ღვედების და დამჭიმების კომპლექტები;
  • სოლისებრი და პოლი-სოლისებრი ღვედები.

ყველა ღვედს გააჩნია 50 000 კილომეტრის გავლის გარანტირებული რესურსი, მასალად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის კონცენტრირებული ნიტრილი, რაც ამ ღვედებს განსაკუთრებულად გამძლეს და საიმედოს ხდის. ღვედები არ იწელება, შესაბამისად ძრავის მუშაობა სტაბილური და გამართულია.

ჩვენი ღვედების უპირატესობები:

  • მდგრადობა სხვა და სხვა დამაბინძურებლების მიმართ;
  • მდგრადობა გაწელვის მიმართ;
  • კბილანების ანდა სოლების მკვეთრი პროფილი;
  • პოლიამიდური დაფერვა რაც ცვეთას ამცირებს და აუმჯობესებს შეჭიდებას;
  • მაღალი ელასტიურობა უზრუნველყოფს შეჭიდებას მცირე ზომის გორგოლაჭებთანაც კი.

FinlandRussiaEnglish