სამუხრუჭე ხუნდები

სამუხრუჭე ხუნდი, წარმოადგენს სამუხრუჭე სისტემის ძირითად მუშა ელემენტს, იგი გამოიყენება ყველა ტიპის ბორბლებიან ტრანსპორტში და რა თქმა უნდა ავტომობილებში. სამუხრუჭე ხუნდის ისტორია იმდენივე ხანს ითვლის რამდენსაც ითვლის ბორბალი.

სამუხრუჭე ხუნდის გამართულობა და ხარისხი, პირდაპირ კავშირშია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებასთან. სწორედ ამიტომ ჩენ გთავაზობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებს, რომელიც იდეალურად ესადაგება თქვენს ავტომობილს, ვინაიდან ერთი და იგივე მწარმოებლის ერთი და იგივე მოდელი, რომელიც განსხვავდება მხოლოდ ძრავის სიმძლავრით საჭიროებს სხვა და სხვა მონაცემების ხუნდებს.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამუხრუჭე ხუნდების ბრენდები (MEYLE, LPR, KSD) პასუხობს უსაფრთხოების ყველა რეგლამენტს, მათ შორის ეკოლოგიური უსაფრთხოებისას ვინაიდან ამ ხუნდებში არ არის გამოყენებული აზბესტი და სხვა მავნე მინარევები.

გახსოვდეთ, სამუხრუჭე ხუნდებზე ეკონომიის გაკეთება ან მოცვეთილი სამუხრუჭე ხუნდებით სიარული უდიდესი რისკია, ვინაიდან თუნდაც ძველი მანქანა უნდა დამუხრუჭდეს ქვეითდ მოსიარულეს ან სატვირთო ავტომობილის წინ.

FinlandRussiaEnglish