სავალი ნაწილი

ავტომობილის სავალი ნაწილი, წარმოადგენს კვანძების და აგრეგატების ერთობლიობას, რომელიც განკუთვნილია ავტომობილის გადასაადგილებლად. სავალი ნაწილი, შეიძლება შემდეგ ნაირად დაიყოს:

  • წინა საკიდი ანუ წინა დაკიდების სისტემა;
  • უკანა საკიდი ანუ უკანა დაკიდების სისტემა;
  • თვლები;

დაკიდების სისტემა, შეიძლება იყოს როგორც დამოკიდებული, ისე დამოუკიდებელი. დამოკიდებული დაკიდების სისტემის შემთხვევაში თვლები ხისტად დაკავშირებულია ერთმანეთთან ძელის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ ზამბარების საშუალებით მაგრდება ავტომობილის ძარაზე. ასეთი დაკიდების სისტემა ითვლება მოძველებულად და არაკომფორტულად, შესაბამისად თანამედროვე ავტომობილებში გამოიყენება დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა. ასეთი სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ბორბალი დამოუკიდებლად მაგრდება ძარაზე ბერკეტების (ეწ. გიტარების) საშუალებით ასვე ყოველ თვალს გააჩნია საკუთრი დამოუკიდებელი ზამბარა. ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის ავტომობილის მართვის კომფორტს და ამცირებს საწვავის ხარჯს. დამოუკიდებელი დაკიდების სისტემის ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს, ეწ. მაკ-ფერსონის ტიპის დაკიდების სისტემა. მის ძირითად ელემენტებს წარმოადგენს:

  • ბერკეტი (ეწ. გიტარა);
  • რეაქტიული შტანგა – ღერძი;
  • ზამბარა;
  • ბურთულიანი მობრუნების მექანიზმი (ეწ. შარავოი);
  • თვლის მორგვი (ეწ. სტუპიცა);
  • ამორტიზატორის საყრდენი.

სანდოობისა და სიმარტივის გამო, ასეთი სისტემა წარმოადგენს სავალი ნაწილის მექანიზმის ყველაზე გავრცელებულ სისტემას და გამოიყენება თითქმის ყველა ტიპის ავტომობილში ასევე თითქმის ყველა მწარმოებლის მიერ.

კომპანია ს-მოტორსი, გთავაზობთ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სავალი ნაწილის, უმაღლესი ხარისხის სათადარიგო ავტონაწილების ფართო ჩამონათვალს, მათ შორის:

  • სტაბილიზატორის მილასი (ეწ. ვტულკა);
  • უხმაურო ბლოკი (ეწ. საილენტბლოკი);
  • ბერკეტის (გიტარის) მილასი;
  • მუხრუჭები და სამუხრუჭე დისკები;
  • საჭის ბუნიკი (ეწ. საჭის ნაკონეჩნიკი);
  • სხვა და სხვა სახის საკისრები;
  • საჭის საწევი;

FinlandRussiaEnglish