გამაფართოებელი ავზები

თანამედროვე ავტომობილების გაგრილების სისტემის უმნიშვნელოვანეს კვანძს რადიატორის გამფართოებელი ავზი წარმოადგენს. ფუნქციურად იგი არის გამაგრილებელი სითხის დამატებითი რეზერვუარი, ვინაიდან დაბალ ტემპერატურაზე სითხე იკუმშება ხოლო მაღალ ტემპერატურაზე ფართოვდება, საჭიროა ჭარბი სითხის გამოდევნა სისტემიდან ან პირიქით მეტი სითხის მიწოდება.

აქედან გამოდინარე, გამაფართოებელი ავზის გამართულობაზე დამოკიდებულია, მთლიანი გაგრილების სისტემის გამართულობა და შესაბამისად ძრავი მუშაობაც. ხშირია გაჟონვები გამაფართოებელი ავზიდან სხვა და სხვა მექანიკური დაზიანებების (მაგ. შეჯახების) გამო, ამ დროს სისტემაში წარმოიქმნება გამაგრილებელი სითხის დეფიციტი და შესაბამისა სისტემა ვერ გრილდება სათანადო დონეზე. ასევე, დიდ საფრთხეს წარმოადგენს აირების კლაპანის დაბინდვა, ვინაიდან ჭარბმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ავზის გახეთქვა. პრობლემას ასევე წარმოადგენს ის, რომ ვინაიდან ავზში მუდამ არსებობს წნევა, მისი დაწებება სხვა და სხვა საშუალებებით ძალზედ არა ეფექტურია – ამიტომ კომპანია S-Motors გთავაზობთ რადიატორის გამაფართოებელი ავზების დიდ არჩევანს ავტომობილებისა და ბრენდების შესაბამისად. ჩვენი სპეციალისტები შეარჩევენ თქვენი ავტომობილისათვის განკუთვნილ ავზს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ვინაიდან ავზის მოცულობა დამოკიდებულია ძრავის ტექნიკურ რეგლამენტზე.

FinlandRussiaEnglish