ამორტიზატორები

ამორტიზატორს, ავტომობილში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია: მოძრაობისას წარმოქმნილი რხევების შეკავება და ავტომობილის ძარის სტაბილიზაცია ერთ სიბრტყეში. ამორტიზატორები, გამოიყენება სხვა ელასტიურ ელემენტებთან (ზამბარებთან, რესორებთნ, პნევმო ალიშებთან ან ტოროსიონებთან) ერთად.

საგულისხმოა, რომ ნებისმიერ ავტომობილში წინა და უკანა ამორტიზატორი სრულიად განსხვავებულია ვინაიდან განსხვავებულ დატვირთვა გააჩნია: აჩქარებისას, ავტომობილი „იწევს“ უკან რა დროსაც მატულობს დატვირთვა უკანა ხიდზე, ხოლო წინა ხიდზე მცირდება, თავისთავად მცირდება წინა თვლების შეჭიდება გზასთან. ამორტიზატორმა მყისიერად უნდა გამოასწოროს ეს დისბალანსი და დააბრუნოს მანქანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ასეთივე სურათი ოღონდ, ვერტიკალურ სიბრტყეში წარმოიქმნება მოხვევა-მანევრირების დროს.

ამორტიზატორის მთავარი ფუნქციაა, შეინარჩუნოს მუდმივი კონტაქტი ბორბალსა და გზის საფარს შორის. ანუ, ნებისმიერი დაბრკოლების (გზის უსწორმასწორობის) გადალახვისას ბორბალმა რაც შეიძლება ზუსტად უნდა გაიმეოროს მისი კონტური და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს გზის საფარს.

საგულისხმოა, რომ ზამბარებსა თუ რესორებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ავტომობილის წონის შეკავების ფუნქცია გააჩნიათ, ხოლო ძარის სწორი მდგომარეობის შენარჩუნება, ამორტიზატორის ფუნქციაა – სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გამოვიყენოთ ხარისხიანი ამორტიზატორები, რომელიც კონკრეტული ავტომობილის მოდელს ესადაგება.

ამორტიზატორის ყველაზე გავრცელებულ ტიპებს წარმოადგენს ჰიდრავლიკური და აირ-ჰიდრავლიკური ამორტიზატორები.

ჰიდრავლიკურ ამორტიზატორებში კომპრესიულ საშუალებას (რაც შლის და კეცავს მას) სპეციალური ზეთი წარმოადგენს, ხოლო აირ-ჰიდრავლიკურ ამორტიზატორებში, ზეთს ინერტული აირი ეხმარება. ასევე, არსებობს აი-პნევმატური ამორტიზატორები, თუმცა ისინი გამოიყენება მხოლოდ სპორტულ მანქანებში და სიხისტის გამო მათი გამოყენება ჩვეულებრივ გზაზე ძალიან არაკომფორტულია.

საგულისხმოა, რომ უმჯობესია ამორტიზატორი შეიცვალოს წყვილად, ანუ თუ წინა ხიდზე ერთ-ერთ ამორტიზატორს აქვს პრობლემა, სასურველია დაზიანებულთან ერთად შეიცვალოს მისი „მეწყვილეც“ ვინაიდან ახალ და ძველ ამორტიზატორს განსხვავებული სიხისტე ექნება.

კომპანია S-Motors, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ამორტიზატორების ფართო არჩევანს მსოფლიო ლიდერი მწარმოებლებისაგან: MEYLE, Optimal, KSD, MONROE. ჩვენი გამოცდილება და პროგრამული უზრუნველყოფა, გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ ამორტიზატორი, რომელიც ზუსტად ესადაგება თქვენს ავტომობილს, ბრენდის, მოდელის, გამოშვების წლისა და ძრავის სიმძლავრის გათვალისწინებით.

FinlandRussiaEnglish